четверг, 12 мая 2016 г.

                                     ტრენინგის  შეჯამება                          


          უცებ გაირბინა 13 სამუშაო დღემ.  ამ ტრენინგზე გავიგე და გავიხსენე  ვორდში მუშაობა, ტექსტის აკრეფა , სლაიდების შექმნა და პრეზენტაციის  გაკეთება. ჩემთვის ახალი იყო ინსერტის გამოყენება გაკვეთილის გეგმის წერის დროს : ცხრილების შექმნა , დიაგრამების ხაზვა. ექსსელის პროგრამაში  ჩამონათვალის გაკეთება   და ელექტრონული  ცხრილების შევსება.
   ვისწავლე  ბლოგის შექმნა , გაჯეტებით მუშაობა.
       საინტერესო იყო პროექტებზე მუშაობა , მათი დაგეგმვა და ბლოგზე განთავსება.


მეორე მოდულის შეჯამება

მეორე მოდული ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი , რადგან მე ვისწავლე  ელექტრონულად პრეზენტაციის გაკეთება ,გაკვეთილის დაგეგმვა  და შეფასების
რუბრიკების შექმნა.
. ეს ხელს შემიწყობს  გაკვეთილი გავხადო უფრო საინტერესო  და  ხალისიანი.
 ასევე მნიშვნელოვანი იყო "x"  ცხრილების შედგენა და შევსება , ქულების გამოყვანა.


вторник, 26 апреля 2016 г.

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება :   მოგზაურობა    თელავში.

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:   მოსწავლეები რუსულ ენაზე გადასცემენ თელავის წარსულს  და აწმყოს ,შექმნიან  ბუკლეტს  ,რომელსაც განათავსებენ ინტერნეტში რათა მოიზიდონ  რუსი თანატოლები თელავში .

პროექტის აქტუალობა:   რუს ახალგაზრდებს გაუღვიძონ ინტერესი საქართველოში სტუმრობისა.

პროექტის მიზნები:   მოსწავლეებმა წინარე ცოდნას  და  გამოცდილებას  დააშენონ ახალი ცოდნა. ინფორმაციაზე დაყრდნობით  გააანალიზონ და  ჩამოაყალიბონ  თელავის ისტორიული ფაქტები , ქალაქის ღირსშესანიშნაოები.

მონაწილეთა ასაკი:  8 კლასი.


ვადები/ხანგრძლივობა:   2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  გაეცნობიან  თელავის  ისტორიას ,  შექმნიან  ქალაქის ტურისტულ რუკას ,შექმნიან  სარეკლამო  ბუკლეტს . რაც დაეხმარება  მათ  ლექსიკური მარაგის  გამდიდრებაში ,განუვითარდებათ  წერისა და კითხვის  უნარ -ჩვევები. მოსწავლეები აიმაღლებენ  ცოდნის დონეს, გამოუმუშვდებათ ინფორმაციის  მოპოვებისა და პრეზენტაციის უნარ--ჩვევები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვებ გვერდები, ინტერნეტი,
კომპიუტერი , საჭირო ლიტერატურა .

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):   მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად : 1 ჯგუფი  --  მოამზადებს  მასალას  თელავის წარსულზე . წარადგენენ პრეზენტაციის სახით .
2 ჯგუფი --  ისაუბრებენ ერეკლე  მეორის როლზე რუსეთ--საქართველოს ურთიერთობაში.( გეორგიევსკის  ტრაქტატი ).  შექმნიან  კედლის  გაზეთს .
3 ჯგუფი -- მოამზადებს მასალას თელავი  21-ე  საუკუნეში . შექმნიან ბუკლეტს  ფოტო მასალით და  პატარა  ჩანაწერებით.
4 ჯგუფი -- შექმნის  თელავის რუკას  ,სადაც აღნიშნული იქნება მუზეუმები , თეატრი, დასვენების  პარკები , კაფე - რესტორნები  და სხვა ღირსშესანიშნაოები.
მასალა შეჯამდება და განთავსდება ინტერნეტში.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულუ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ს2.7      მოსწ  ფლობს  ხმამაღალი  კითხვის  უნარს.                      
 ს2.11          მოსწავლეს  შეუძლია     წაიკითხოს  და  გაიგოს   სარეკლამო   ხასიათის  ტექსტი  ( ტურისტული  ბუკლეტი,  აფიშა,  ანონსი).                        
     ს2.12     მოსწავლეს  შეუძლია     წაიკითხოს  და  გაიგოს    შემეცნებითი  ტექსტი  
 ს2.18     მოსწავლეს  შეუძლია      შექმნას  სარეკლამო   ხასიათს  ინფორმაციული   ტექსტი 
 ს2.23      მოსწავლეს  შეუძლია      ინტერაქციაში  მონაწილეობა.   
     ს2.30   მოსწავლეს  შეუძლია      უცხოურ  ენაზე   განახორციელოს   სხვადასხვა  ტიპის  პროექტი    ტურისტული   ბროშურის  შექმნა  უცხოელებისთვის   .   

    ს2.33   მოსწავლეს  შეუძლია      რესურსების  გამოყენება  სასწავლო  საქმიანობის   ხელშეწყობის  მიზნით .                                                                                  
   ს2.34         მოსწავლეს  შეუძლია      მიმართოს   სხვადასხვა  ხერხს  ლექსიკური  მარაგის  განსამტკიცებლად.     
                                                                                                                
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ლალი ლატინინ

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lalielibegovi@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ict2-lalilat